logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება ჩვენს ქვეყანაში
- +

12 ივლისი. 2021. 11:21

 

 

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით გარდაიცვალა ალექსანდრე ლაშქარავა. ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით დაისჯება. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner