logo_geo
eng_logo
ბერა: 60 წლის ასაკშიც კი, მშობლების რიდი მაინც მექნება...
- +

21 ივლისი. 2016. 04:01



ჰოლივუდის ელიტაში ის ახალი და საინტერესო სახეა. ხშირად ჩნდება „წითელ ხალიჩებზე" და ყურადღებას იპყრობს. ბევრმა არ იცის, რომ ქართველია, მაგრამ თავისი წარმომავლობისთვის ხაზგასმა არასოდეს ავიწყდება. ბერა ივანიშვილს ყოველთვის და ყველგან განიხილავენ. ქართული OK! ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავს ლოს-ანჯელესში გამგზავრების წინ ეწვია და მისი ცხოვრების შესახებ ექსკლუზიური დეტალები შეიტყო. სად გაიცნო რეპერმა რიანა, ვინ ესწრებოდა მის დახურულ წვეულებას MTV-ს დაჯილდოების პრეფართიზე, რა აკავშირებს მომღერალს „ვივიენ ვესტვუდთან" და რამდენად დიდია მისი ყოფილი გატაცებების სია - ყოველივე ამის შესახებ, ბერა ივანიშვილი გვესაუბრა.


- ამბობენ, შტატებშიც ბევრმა გაიცნო თქვენი მუსიკა და მსმენელები იქაც გყავთ. ინტერნეტსივრცეში თქვენი და ჰოლივუდელი ვარსკვლავების ბევრი ფოტო ვრცელდება.

 

- უახლოეს მომავალში ბევრ კოლაბორაციას ვგეგმავ. ჯერ კონკრეტულ შემსრულებლებს არ დავასახელებ, მაგრამ გპირდებით, რომ მალე რამდენიმე ცნობილ სახელსაც გაიგებთ. ადრე დუეტებს არ ვწერდი, მაგრამ დღეს უკვე მაქვს რამდენიმე კოლაბორაცია. ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი არტისტის სტატუსით ვმუშაობ. არც Sony-სთან და არც Universal-თან არ ვთანამშრომლობ, მაგრამ მაქვს დამოუკიდებელი ხელშეკრულებები.


- ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ საკუთარ Public image-. ლოს-ანჯელესში ვინ ზრუნავს თქვენს იმიჯზე?

 

- საქართველოში ძირითადად დედაჩემის რჩევებს ვითვალისწინებ. აშშ-ში სხვადასხვა სტილისტებთან ვთანამშრომლობ. ხშირად ხდება, როდესაც დიდ ღონისძიებებს ვესწრები. სხვადასხვა ბრენდებთან ვთანამშრომლობ. თუ საზოგადოებაში ხშირად ჩნდები, ყოველთვის აქცევენ ყურადღებას შენს ჩაცმულობას, სტილს. მე რომელიღაც გამორჩეული ბრენდი არ მაქვს.


- ყოველთვის აქტუალური თემაა თქვენი და Hollywood-ელი ვარსკვლავების ფოტოები. ინტერნეტში ძალიან პოპულარულია თქვენი და რიანას ფოტოები. სად გაიცანით რიანა?

 

- რიანა დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიცანი. სხვათა შორის, ბევრი ძველი ფოტო დევს ინტერნეტში. მას მერე ძალიან გავიზარდე. რიანასთან ერთად გადაღებული ფოტო ძალიან ძველია. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავიცანი, მასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა არ მქონდა. მოგვიანებით New York Fashion Week-ზე შევხვდით და სწორედ ამის შემდეგ დამპატიჟა Diamond Ball-ზე. ეს კერძო საქველმოქმედო წვეულებაა. მართალია, ერთმანეთს ყოველდღე არ ვხვდებით და მიმოწერა არ გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია ჰოლივუდში, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად მხვდება.


- ბოლოს ერთ-ერთ წვეულებაზე ჯასტინ ბიბერთან ერთად გადაგიღეს. ამავე საღამოზე იყვნენ მისი მეგობარი გოგო, კრის ბრაუნი და კიდევ არაერთი ვარსკვლავი...

 

- ეს ჩემი წვეულება იყო, რომელიც MTV-ს დაჯილდოების წინ გავაკეთე. საღამო მე, კრის ბრაუნმა და პია მიამ მოვაწყვეთ. სამივემ საკუთარი სტუმრები მოვიწვიეთ. ვერ გეტყვი, ჯასტინ ბიბერი ვისი მხრიდან იყო, მაგრამ მასთან ერთად საღამოს ძალიან ბევრი ცნობილი სახე დაესწრო. მანამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად აქ გავიცანი. მე მგონი, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს MTV-ს დაჯილდოების წინა ღამეს მოხდა და Pre Party გამოგვივიდა.


- ჰოლივუდში დიდი სანაცნობო წრე, ალბათ, დასახული გეგმების განხორციელებაშიც დაგეხმარებათ. არ გაშინებთ ასეთი საჯარო ცხოვრება?

 

- ის იდუმალება, რაც მაიკლ ჯექსონის დროს იყო, როდესაც არტისტის პირადი ცხოვრება ფარდის უკან რჩებოდა, დღეს დაკარგულია. თითქოს ყველა რაღაც დიდი რეალითი შოუს ნაწილები ვართ და ჩვენს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ადამიანებს აღარ ჰყოფნით მხოლოდ ჩვენი შემოქმედება. მათ ჩვენი პირადი ცხოვრების დეტალები სჭირდებათ. სოციალურ ქსელშიც ყველაზე მეტ მოწონებას პირადული ფოტოები იმსახურებს და არა რომელიღაც CD-ს ქავერი. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს მსმენელს ყველაფერი მივცე. ნაკლებად მზღუდავს ის, რომ ვიღაცას ჩემი პირადი აინტერესებს. მე და ჩემს ოჯახს დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, თუ ვინმეს ჩემი სახელის „გაშავება" უნდოდა, ეს ვერც აქამდე მოახერხა და ვერც ამის შემდეგ მოახერხებს. როდესაც საკუთარი პრინციპები გაქვს, არაფრის დამალვა არ გჭირდება. რა თქმა უნდა, არის პერიოდი, როდესაც განმარტოება მინდა, მაგრამ მივეჩვიე ყურადღებას.


- ჩაცმის სტილის გარდა, ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებთ. რას აკეთებთ საამისოდ?

 

- სპეციალისტის პოზიციიდან ვერ ვისაუბრებ. ყველა ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და ვინმეს განსაკუთრებულ რჩევას ვერ მივცემ. უნდა იცოდე შენი მეტაბოლიზმი, კონკრეტული დიეტა. მე, მაგალითად, სწრაფი მეტაბოლიზმი მაქვს და ჩემთვის წონის მომატება გაცილებით რთულია, ვიდრე დაკლება. აქედან გამომდინარე, საკუთარი კონკრეტული დიეტა მაქვს. სტეროიდებს არ ვღებულობ. დღეში რამდენჯერმე ვიკვებები, 5-ჯერ მაინც. რაც შეეხება ვარჯიშს, დიდ დროს ვატარებ სპორტდარბაზში. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ჩემთვის ამაში ბევრად დიდი ფილოსოფია დევს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა. გუნდური მუშაობა, გამძლეობა, მოთმინების უნარი, ტკივილის გადატანა და დისციპლინა - ამ ყველაფერს დარბაზში ვსწავლობ და ყოველთვის მეხმარება. სპორტდარბაზი ფაქტობრივად ადგილია, სადაც ვისვენებ და სხვა არაფერზე ვფიქრობ. მთელ ნეგატივს იქ ვტოვებ.


- ვიცი, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...

 

- მშობლებთან არანაირი დისტანცია არ მაქვს. ამას უფრო რიდს დავარქმევდი. 60 წლის ასაკშიც კი, მშობლების რიდი მაინც მექნება და ყოველთვის ვეცდები ისე მოვიქცე, რომ მათთვის სამარცხვინო არ ვიყო. დედ-მამა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ჩემს და-ძმასთან. დედამიწის ზურგზე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი ოჯახია. საქართველოდან წასვლაც ყოველთვის ამიტომ მიჭირს. ვერ ვეგუები, რომ დილით ჩემს მშობლებს ვერ ვნახავ და ბედნიერ დღეს ვერ ვუსურვებ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner