logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს
- +

12 ივლისი. 2021. 12:03

 

 

„ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა და შემდეგაც ექნება - ადამიანის გარდაცვალება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა გამოიყენოს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა 5-6 ივლისის მოვლენებსა და ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას, მაჭარაშვილის თქმით, ამ მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

 

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. უნდა დაველოდოთ, ექსპერტიზასა და გამოძიებას, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. რაც გადადგომის მოთხოვნას ეხება, თქვენ იცით, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი აქამდეც ჰქონდა, ამის შემდეგაც ექნება. ბუნებრივია, საზოგადოება ხედავს, რომ რაიმე სახის საფუძვლები უნდა არსებობდეს, რაც არ არსებობს. ერთია, ადამიანის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თავიანთი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner