logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 198 დევნილს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა
- +

21 ივლისი. 2016. 10:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 198 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.



 

„დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს 198 საცხოვრებელი სახლის დაკანონების საკითხი. 198 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადავცემთ სახლებს თბილისსში, ქუთაისში, ხნსა და ლაგოდეხში.

 

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 ათას ოჯახს უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები. ეს პროცესი სრული დატვირთვით გრძელდება რომელსაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner