logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: უპასუხისმგებლობაა განცხადებები, თითქოს ექსპერტიზის დასკვნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
- +

12 ივლისი. 2021. 12:34

 

 

„ზოგადად, უნდა ითქვას, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვაცადოთ გამოძიებას", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„უპასუხისმგებლობაა პოლიტიკოსების ნაწილის და მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის წინასწარი განცხადებები. მათი წინასწარი დასკვნები, თითქოს ექსპერტიზის დასკვნებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და დარწმუნებული ვარ ნათელი მოეფინება ამ პროცესებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner