logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა პირებმა გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა
- +

12 ივლისი. 2021. 12:35

 

 

„გუშინ, დილიდანვე, კონკრეტულმა პირებმა იცოდნენ, რაშიც იყო საქმე და ამის მიუხედავად, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

 

„მინდა, მივუსამძიმრო დაღუპული ოპერატორის ოჯახს, მის მეგობრებსა და კოლეგებს. ბუნებრივია, ესაა ძალიან მძიმე თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება გუშინ მოვლენების განვითარებას - მოვლენები არასწორად წარიმართა. ესაა ძალიან რბილი შეფასება. გუშინ, დილიდანვე, კონკრეტულმა პირებმა იცოდნენ, რაშიც იყო საქმე და ამის მიუხედავად, გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა. რაც არის ამორალური ქმედება. ამის სხვაგვარად შეფასება არ შეიძლება. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად აწვდის და, რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. დასკვნები გაკეთდება მას შემდეგ, რაც ყველა ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner