logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ფეიკ-ნიუსების საწინააღმდეგო კანონი გამოუშვით, ფარჩაკებო. ასე უფრო დაიცავთ ჟურნალისტებს!
- +

12 ივლისი. 2021. 12:40

 

 

For.ge-ს რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

 

„უკაცრავად, მაგრამ, რომელი პროფესიის წარმომადგენელთა გალახვა შეიძლება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს? ვინც იცის, იქნებ, სია მოგვაწოდოთ, გთხოვთ...

 

მაგ. შეიძლება თუ არა პურის მცხობელის ცემა მაშინ, როცა ცომს თონეში აკრავს?

 

ან, შემიძლია თუ არ ვცემო ტაქსისტი მოძრაობის დროს, როდესაც ორ დიპლომზე მელაპარაკება?

 

შეუძლია თუ არა სტუდენტს, სცემოს ლექტორი დაფასთან, აუდიტორიაში?

 

რა გითხრათ... არ მგონია, რომ ვინმემ ასეთი სია დადოს... და, იქნებ, ისეთი სია დავდოთ, აი, ვისი ცემა შეიძლება, როგორც კი პროფესიული მოვალეობის შესრულებას დაამთავრებს.

 

მაგალითად, პურის მცხობელის, როგორც კი თონედან თავს ამოყოფს, ან ტაქსისტის, როგორც კი სადარბაზოსთან გააჩერებს ან ლექტორის, როგორც კი ზარი დაირეკება...

 

მითხარით, ძალიან დამავალებთ.

 

არ დაიდება ასეთი სია და ამიტომ ჭეშმარიტად გეკითხებით თქვენ:

 

რატომ უნდა ჰქონდეს ამ მხრივ პრივილეგია 21 წლის გაუნათლებელ გოგონას, რომელსაც პროდიუსერმა მიკროფონი მიაჩეჩა და უთხრა: „წახვალ ახლა, გვირაბთან დადგები და იტყვი, რომ მატარებელი არ შეეტია“.

 

ჰოდა, მეგობრებო, ასე მგონია, რომ არავის ცემა არ შეიძლება - არც ჟურნალისტის, არც მცხობელის, არც ლექტორის, არც მძღოლის...

 

ფეიკ-ნიუსების საწინააღმდეგო კანონი გამოუშვით, ფარჩაკებო. ასე უფრო დაიცავთ ჟურნალისტებს.

 

დადგება ის გოგო გვირაბთან და იტყვის: „შეეტია, ხალხო, შეეეტიააააა“, - წერს გიორგი იაკობაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner