logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: საარჩევნო რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია!
- +

16 თებერვალი. 2016. 18:01



„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა თავისი მუშაობის პერიოდში, ხოლო ოპოზიციის განცხადებები წმინდა პოპულისტური ნაბიჯია და ის მხოლოდ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ემსახურება", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:


„რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისის რეკომენდაციების საფუძველზე  საქართველოში საარჩევნო რეფორმა განხორციელდა და მიღებულ იქნა ახალი საარჩევნო კოდექსი. ამ კოდექსის მიხედვით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება - ხდება ცალკეული ოლქების გაერთიანება და ცალკეული ოლქების დაყოფა. მეორე ცვლილება კი, მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს.

 

ეს ცვლილება პირველ რიგში იმიტომ განხორციელდა, რომ რიგ შემთხვევეში ხდებოდა ამომრჩევლის არათანაბრ მდგომარეობაში ჩაყენება, რადგან იყო ოლქები, სადაც პირობითად 5 000 ადამიანი ირჩევდა ერთ მაჟორიტარს, ხოლო სხვა ოლქში 90 000 ადამიანი ირჩევდა 1 მაჟორიტარს. შესაბამისად, პირველ ოლქში ერთი ამომრჩევლის ხმა თანაბარი იყო მეორე ოლქის 18 ამომრჩევლის  ხმის. 

 

დამეთანხმებით, ნამდვილად დიდი უსამართლობაა ის სისტემა, რომელიც ადრე არსებობდა, დღევანდელმა ცვლილებებმა კი მსგავსი არათანაფარდობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამის შესახებ ჩვენმა ორგანიაციამ რამდენიმე თვის წინ გააკეთა განცხადება. ახლაც ვართ იმ პოზიციაზე, რომ ეს საარჩევნო რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჟია, ეს არ არის იდეალური საარჩევნო მოდელი, მაგრამ აშკარაა პროგრესი.

 

ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა თავისი მუშაობის პერიოდში, ხოლო ოპოზიციის განცხადებები წმინდა პოპულისტური ნაბიჯია და ის მხოლოდ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ემსახურება. ეს დაადასტურა საქართველოში სტუმრად მყოფმა ვენეციის კომისიის წევრების განცხადებებმა, რომლებიც ცალსახად მიესალმებიან საარჩევნო რეფორმას. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი რეკომენდაციები ჯეროვნად არის ასახული ახალ საარჩევნო კოდექსში", - ამბობს ჩიქოვანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner