ანალიტიკოსი გია აბაშიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვერშემდგარი რევოლუციონერები. თან შაპიტო და თან ინსტრუქციობანა ტელეფონით ანდა სოცქსელში ფოტოებით პოზიორობა.
ამ სუბიექტების მიერ ევროკავშირის დროშის ფრიალი პოლიტიკური მკრეხელობა უფროა, ვიდრე მათი სიახლოვე დასავლურ ღირებულებებთან“,- წერს აბაშიძე.