სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერევანში მომხდარი არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის 25 სამართალდამცველია. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაკავებულზე.
არეულობა ერევნის გარეუბანში მდებარე ერებუნის რაიონში მოხდა, სადაც ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილების შენობაშია გამაგრებული და მძევლები ჰყავს აყვანილი. შენობასთან ჯგუფის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც ოპოზიციონერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.