logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანა არის გამოძიება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა
- +

12 ივლისი. 2021. 15:50

 

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის გამოძიება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შსს-ს საქმის მასალების გასაჯაროება უწევს.

 

„სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გამჟღავნება, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ტიპის საქმეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, სწორედ ამორალური ქმედებების გამო შეიქმნა ისეთი გარემოება, რაც აიძულებს შსს-ს აჩვენოს ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ საქმეს. ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს ყველაფერი არის იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ცდილობდნენ გარდაცვლილი ადამიანის სიკვდილზე დაეწერათ პოლიტიკური ქულები. ეს არის ამორალური. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს ადამიანები - ნოდარ მელაძე, ჭუტა, გვარამია და ა.შ. არიან მორალური ფსკერი. მათ ეს აჩვენეს გუშინ და აჩვენებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner