თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ერდოღანის თქმით, აუცილებელია „საფრთხეების ნეიტრალიზების" მიზნით.
„სწრაფად მოხდება იმ ტერორისტული ორგანიზაციის ყველა ელემენტის ნეიტრალიზება, რომელიც გადატრიალების მცდელობის დროს გამოიყენეს", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. აქვე მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამ პერიოდის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნებათ.