logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: მოვითხოვ, განსაკუთრებით დაისაჯოს 5-6 ივლისის არეულობის ორგანიზატორები!
- +

12 ივლისი. 2021. 15:54

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„... არასოდეს არ გამიწირია ადამიანი დასაჭერად, არც კი მისურვებია, მაშინაც კი, როდესაც ამის ვალდებულება და უფლებაც მქონდა სამსახურებრივად...

 

იმის გათვალისწინებით, რაც ამ ორ დღეში (5-6 ივლისი) ჩემს სამშობლოსა და სახელმწიფოს დამართეს ამ ვიგინდარა კუნთებამდგარმა მოძალადე ყროყინა ვირებმა, მოვითხოვ და ვისურვებ თვითეული მათგანის უმკაცრესად დასჯას სისხლის სამართლის კოდექსის სრული სიმკაცრით!!!

 

აბსოლუტურად ყველა მათგანის - მიუხედავად იმისა, ფიზიკურადაა ხეიბარი თუ გონებრივად!!!

 

მოვითხოვ განსაკუთრებით დაისაჯოს ამ არეულობის ორგანიზატორები - იქნება ეს პოლიტიკას ამოფარებული ნაძირალა თუ ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებზე მოთამაშე ვიგინდარა!!!

 

საკუთარი ქვეყნისადმი მსგავს დივერსიას უცხო ქვეყნის სასარგებლოდ არც პრეცედენტი და არც გამართლება არა აქვს!!!

 

ყველანი სასამართლოში!!!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner