„ე.წ. მარში შეიცავდა საფრთხეებს, რაზედაც რამდენიმე დღე ვაცხადებდით - საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით“ - ირაკლი ღარიბაშვილი“.
„რაც დღეს ხდება, არის ჩვეულებრივი პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ტრაგედიას პოლიტიკურ სპეკულაციად იყენებს და რაც ვერ მოახერხა 6 თვიანი სპეკულაციებით, აქციებით, ბოიკოტით, ახლა აქვს მცდელობა რამენაირად პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს.
„ე.წ. მარში შეიცავდა საფრთხეებს, რაზედაც რამდენიმე დღე ვაცხადებდით“... „საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით“, - ირაკლი ღარიბაშვილი. რაც დღეს ხდება, არის ჩვეულებრივი პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ... რაც ვერ მოახერხა რადიკალურმა ოპოზიციამ 6-თვიანი სპეკულაციებით, აქციებით, ბოიკოტით, ახლა აქვთ მცდელობა, რამენაირად პოლიტიკური პოზიციები გაიმაგრონ. მეათეხარისხოვნად გახადეს რეალური, არაძალადობრივი, გულწრფელი პროტესტი... ისევ პოლიტიკურ სპეკულაციად იყენებენ ტრაგედიას... დიახ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით! ვარდები და რევოლუცია წარსულს ჩააბარა ქართველმა ხალხმა!“ - წერს ქადაგიძე facebook-გვერდზე.