logo_geo
eng_logo
ნანა ხურითი: ვინც ემხრობით ვარდების, მელიების, ჟურნალისტების რევოლუციების ავტორებს, სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
- +

12 ივლისი. 2021. 15:58

 

 

მსახიობი ნანა ხურითი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ვისაც დაავიწყდა ფრაზა „ორი გვამი მინდა“, ორი გვამი მაღაზიის სახურავზე, ფარული  ჩანაწერები, ნაწამები პატიმრები, ბიზნესის ახევები, რევოლუციური მოწოდებები, შეკვეთილი მსვერპლები (სასურველია ფეხმძიმე ქალი და ა.შ.), ვინც ემხრობით ვარდების, მელიების, ჟურნალისტების რევოლუციების ავტორებს, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

 

P.S. „ოცნებამ“ ზუსტად ის მოიმკა, რაც დათესა. როცა ჩვენ, მისი ამომრჩევლები ხშირად ვახსენებდით, რომ ამ შედეგებამდე მივიდოდნენ,  „წყინდათ და მოგვიძულეს. ფაქტიურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუხდინეს ქართული ოცნება ამ 9-წლის მანძილზე. მათი დღის რეჟიმით გვაცხოვრეს! გეძლევათ შანსი, დაამყაროთ წესრიგი! დღევანდელი დღის მადლი არ მოგკლებოდეთ ყველას! მტერსაც კი. იქნებ, გაეხსნათ გონება! იქნებ, შეგვეწიოს უფალი“, - წერს ნანა ხურითი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner