logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე და კელი დეგნანი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ
- +

12 ივლისი. 2021. 17:02

 

 

ბათუმში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წლის ანგარიშის წარდგენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.

 

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი რეგიონისთვის, ამ ქალაქისთვის. პანდემიის მიუხედავად, მთელი 2 წლის განმავლობაში ყველა შესაბამისი ორგანიზაცია და კერძო სექტორი განსაკუთრებით ემზადებოდა ტურისტების მიღებისთვის. ჩვენ ერთიანი, კოლექტიური ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ის ნეგატიური ეფექტი და ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე.

 

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 2020 წლის 25 აპრილს შეიქმნა. ალიანსი ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 29 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ალიანსი მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ალიანსი უკვე აქტიურად არის ჩართული და USAID- თან ერთად ტურიზმის ახალ კანონპროექტზე მუშაობს. ტურიზმის კანონი განახლებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია რომ მასში ასახული იყოს ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პასუხობდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

 

ღონისძიებას ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner