logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: არ მსურს გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირება, მაგრამ გაჩუმებაც დანაშაულია
- +

12 ივლისი. 2021. 17:34

 

 

„ვინ არის თბილისში განვითარებული მოვლენების ავანგარდში? პირველ რიგში ნიკა გვარამია, ნაცები და ყოფილი ნაცები. არ მსურს გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირება, მაგრამ გაჩუმებაც დანაშაულია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

 

ჩიხელიძე მოუწოდებს ოპოზიციას, თავი შეიკავონ ხალხის სახელით საუბრისგან და დაელოდონ გამოძიების შედეგებს:

 

„დიდი განსხვავებაა მკვლელობასა და გარდაცვალებას შორის. იმ ხალხის ნაწილი, ვინც დღეს „სამართლიანობას“ ითხოვს, სწორედ თვითონ იყვნენ მკვლელები, ნაწილი კი საკუთარი დუმილით ახალისებდა დანაშაულს და მკვლელობის თანამონაწილეები ხდებოდნენ. მიმძიმს, ძალიან მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. ბატონო გვარამია, გაგახსენოთ, თქვენ დროს რამდენი ადამიანის სიცოცხლე მოსპეთ? მაშინ სად იყავით? პროტესტის გრძნობა ერთხელ მაინც გაგიჩნდათ? თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ თქვენი რეჟიმის მიერ მოკლულ ადამიანთა ვრცელ ჩამონათვალს, (გირგვლიანი; რობაქიძე; აფრასიძეები; ვაზაგაშვილი; გამცემლიძე; რუსუდან გუგუსიანი, ოთარ გველუკაშვილი; ანტონ კეკულავა, დიკო ბარქაია, ზაზა ფანცქელაძე, ხვიჩა კვირიკაშვილი, ალექსანდრე გომაშვილი, მურთაზ ქარდავა, თემურ ხუბუნია, სულხან ლომიძე, აკაკი კორკოტაშვილი, ავთანდილ გუმაშვილი, ვახტანგ გუმაშვილი, ვახტანგ მარგოშვილი, ვარლამ ნემსიწვერიძე, ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა, თემურ ცეკვავა, თამაზ კურკუმული, ხვიჩა მელაძე და ა.შ.).

 

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოკლულთა სია უსასრულოდ გრძელდება.... ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ მოსულა, მაგრამ როცა გვყავს გვარამია, ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და ა.შ. რა საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა. ისინი ხომ ექსპერტებზე კომპეტენტურები არიან. ჟურნალისტებმა სრულად დაკარგეს სახე, ისინი ოპოზიციის ხელში სიცრუის გავრცელების ინსტრუმენტად იქცნენ, რომელთაც დაივიწყეს საკუთარი პროფესია და მთავარი ფუნქცია, ინფორმაციის გავრცელება. აუცილებელია, საქართველოში ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ, დაუშვებელია მკვლელი გმირად ვაქციოთ (ჟორჟიკა რურუა) სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდამსხმელი პოლიტპატიმრად (ნიკა მელია) კორუფციაში ჩაძირული ექს-მინისტრი მედიამაგნატად (კეზერაშვილი) აზრის გამოხატვის ჩამხშობი, თავისუფალი სიტყვის დამცველად (ნიკა გვარამია). მოვუწოდებ ოპოზიციას, თვალი გაუსწორეთ რეალობას, დაელოდეთ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავეთ ხალხის სახელით საუბრისგან, რადგან ქართველი ადამიანი და ოპოზიცია დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner