2017 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი გახდება. აღნიშნულზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე დაგეგმილი მოლაპარაკებების გამო, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს.