logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს
- +

12 ივლისი. 2021. 17:45

 

 

„რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები და ფული. ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ის ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

 

„ეს რეალობაა, მას რამე განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს ამისთვის, მას აქვს მედია და ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით. თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ეს ქვეყანა არიოს. რაც კი არეულობა იყო ჩვენს ქვეყანაში გასული წლების განმავლობაში, ყველაფრის უკან იდგა ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ისინი პასუხს ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე მიიღებენ და ეს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner