logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო ბოიკოტის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, თუმცა, არ მგონია, ვინმე კმაყოფილი იყოს სხდომათა დარბაზში ასე ველურად შემოჭრით
- +

12 ივლისი. 2021. 18:12

 

 

„საპარლამენტო ბოიკოტის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს. ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განპირობებული უფლება“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ოხანაშვილი ამბობს, არ ჰგონია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღევანდელი შეჭრის ფაქტი მოქალაქეებისთვის მოსაწონი ყოფილიყო.

 

„არ მგონია, ვინმე იყოთ კმაყოფილი იმით, რაც დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, სადაც ასე ველურად, ყოველგვარი წესების გარეშე მოხდა შემოჭრა, მათ შორის ისეთი პირების, ვისი შემოსვლის უფლებასაც სჭირდება შესაბამისი ნებართვა, იყო წარმოუდგენელი რამ. არ მგონია, ჟურნალისტებს ან სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს მოეწონოთ. ეს არის მიუღებელი, არ არის ეს ცივილიზებური ფორმა. პოლიტიკური ბოიკოტი თუ ვინმეს სურს, მათი უფლებაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner