„პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავება არის ყოვლად დაუშვებელი,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„პარლამენტის რეგლამენტისა და სამართლის ფეხქვეშ გათელვის მცდელობა და მხოლოდ და მხოლოდ იმის მოწოდება, რომ მთავრობა უნდა გადადეს, დაუშვებელია. მათ მიზეზი საერთოდ არ აინტერესებთ, მათ აქვთ ერთი საერთო მიზანი, რომ რაც შეიძლება ისარგებლონ არსებული სიტუაციით, ხელი შეუწყონ დესტაბილიზაციას, დაასუსტონ სახელმწიფო და მიაღწიონ საწადელს, თუმცა, რა თქმა უნდა მთავრობა არის ერთიანი, რომელსაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც არის კარგი მენეჯერი და რა თქმა უნდა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არც ეს ბინძური პროექტი არ გამოუვათ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა. პარლამენტის შესასვლელთან დაწყებულმახმაურმა, მალევე, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა. ამ პროცესების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში, სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიც დაიკავეს.
ოპოზიციის ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.