logo_geo
eng_logo
„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა
- +

21 ივლისი. 2016. 11:18


ქ. ბათუმში, კერძოდ, აეროპორტის გზატკეცილი 263-ბ-ში (საბაჟო ტერმინალთან), მომხმარებელს საშუალება ექნება,  „თეგეტა მოტორსის" განახლებული სერვის-ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ეს ყველაფერი „თეგეტა მოტორსმა" ერთ სივრცეში გააერთიანა.

ახალი სერვის-ცენტრის განახლების პროექტში 350 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო და 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა,  ცენტრი განთავსებულია 4000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტოტექნიკას.  სერვის-ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მას შეუძლია, დღის განმავლობაში 100-მდე მსუბუქი და 30-მდე სატვირთო ავტომობილს მოემსახუროს, ასევე სერვის-ცენტრს გააჩნია დაცული ავტოსადგომი 50 ავტომობილზე.

განახლებულ ბათუმის ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება, ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება,  ელსისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავის და ხიდების გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის" ბათუმის ფილიალში მომხმარებლები „ტაქსი ფრის" სისტემით ისარგებლებენ.

„თეგეტა მოტორსის" ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.  

„თეგეტა მოტორსი" უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი" არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი" 18 ფილიალითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, „თეგეტა მოტორსის"  სერვის-ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც  თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner