„სად იყავით მაშინ?! ვახო სანაია, ეკა მიშველაძე, ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია, ეკა კვესიტაძე და სხვები ხმას რატომ არ იღებდით?! აღიარეთ, რომ დუმდით! აი, ამიტომ არ სჯერა საზოგადოებას თქვენი! იცოდით, უყურებდით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამ რეჟიმის პოლიტიკური ფსიქოტიპი წამებასა და გვამებზე რომ იდგა და დუმდით“, - ამის შესახებ საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა შეიწირა:
„დიახ, ამ ადამიანების სიკვდილზე დუმდით რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე სისტემამ შეიწირა.
მე მხოლოდ მათი მოკლე ჩამონათვალით შემოვიფარგლები:
გირგვლიანი - დუმდით;
რობაქიძე - დუმდით;
აფრასიძეები - დუმდით;
ვაზაგაშვილი - დუმდით;
გამცემლიძე - დუმდით;
ჟვანია - დუმდით;
დუმილი არ დაგირღვევიათ არც ამ ადამიანების მკვლელობისას:
ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს);
ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას);
ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას);
ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);
ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას);
მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);
სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს);
აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას);
ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას);
ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);
ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);
ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას);
თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);
გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);
ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას );
რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერასიის დროს);
ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);
ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას);
ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე);
მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას);
გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს);
ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა);
ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას);
ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა);
მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამოისროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა);
გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით);
ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);
ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას);
თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას);
როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფელებისას);
როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ);
ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ);
გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას);
ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას);
მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში).
დუმდით, როცა წარმოდგენილ სიაში აღნიშნული ყველა მოკლულის შესახებ ოფიციალური მტკიცება და ვიდეოფირები არსებობს. ახლა კი ჯერ არ დასრულებული ექსპერტიზის არ გჯერათ, აცხადებთ, რომ ყველაფერი ყალბი და ტყუილი იქნება. არ ელოდებით რადგან არ მიიღებთ და არც გაინტერესებთ! ჟურნალისტებო რა გემართებათ?! აი, „ნაციონალური მოძრაობის“ პირსისხლიანო წარმომადგენლებო, თქვენ ამდენს არ უნდა ბედავდეთ! თქვენთვის ყველა გზა წინასწარ შეკვეთილ თუ საქმისთვის საჭიროებისამებრ გაწირულ ადამიანთა სიცოცხლესთან მიდის, სიცოცხლიდან სიკვდილამდე, ცემიდან გვამებად ქცევამდე დროში იგეგმებოდა და იგეგმება თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი. თქვენი ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში! თქვენ ანტისახელმწიფოებრივ ძალად უნდა გამოცხადდეთ და მხოლოდ კანონი უნდა გელაპარაკოთ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.