logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: უზენაეს მოსამართლედ კანდიდატთა არჩევის პროცესში ყურადღება გავამახვილეთ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე
- +

12 ივლისი. 2021. 18:41

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იყო წარმართული.

 

მისივე თქმით, დღეს პროცესები შეაჯამეს და გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღეს.

 

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მოსამართლეების შერჩევის პროცესში უმთავრესად ყურადღება გამახვილდა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე.

 

„ძალიან კარგად იცით, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წინა კვირას უსმენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს. ეს იყო მაქსიმალურად გამჭირვალე პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წარმართული. შედეგად, ჩვენ დღეს უკვე შევაჯამეთ ეს პროცესი ჯერ კომიტეტმა, შემდეგ კი უკვე პლენარულმა სხდომამ მიიღო გადაწვეტილება, თუ ვის დაუჭერდა მხარს. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ყურადღება გავამახვილეთ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე. ამაზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცხრა კანდიდატიდან საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ექვსი აირჩია საქართველოს უზენაეს მოსამართლედ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner