„მინდა, ერთი რამ ვუთხრა ამ რადიკალურ, დეგრადირებულ და არ მოვერიდები, პირდაპირ გაფარჩაკებულ ოპოზიციასა და რადიკალებს - პოლიტიკურად მათი დღეები დათვლილია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. მისი შეფასებით, დღეს პარლამენტში შტურმი განხორციელდა, რაც სამარცხვინო და დასჯადი ქმედებაა.
„მინდა ერთი რამ ვუთხრა ამ რადიკალურ, დეგრადირებულ და არ მოვერიდები, პირდაპირ გაფარჩაკებულ ოპოზიციასა და რადიკალებს - პოლიტიკურად მათი დღეები დათვლილია. ესენი არიან ასე, ვთქვათ, მილევად რეჟიმში და როგორც მოსალოდნელი იყო, დაადგნენ იმ გზას, რასაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომ პრაქტიკულად დაიშალა ეს პარტია. ესენი არიან რადიკალური ჯგუფები, რომელთა მთავარი მიზანია როგორმე მიხეილ სააკაშვილი დააბრუნონ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.