logo_geo
eng_logo
სამეგრელოში ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
- +

21 ივლისი. 2016. 11:28


ავტოავარიას, რომელიც ჩხოროწყუში, მუხური-ლუგელას მონაკვეთზე მოხდა, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთაგან სამი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელია, ერთი კი - ადგილობრივი.  „კამაზის" ფირმის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადაბრუნდა.

სატვირთოში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილმა გადახტომა მოასწრო, ნაწილი კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner