logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ხალხი სოლიდარობის ნაცვლად „ნაცების“ აქციაზე აღმოჩნდა, ამიტომაც არ გაქვთ ხალხის მხარდაჭერა
- +

12 ივლისი. 2021. 23:08

 

 

„მდუმარე აქციაზე“ მისული ხალხი პრაიდზე აღმოჩნდა, ახლაც სოლიდარობის ნაცვლად, „ნაცების“ აქციაზე, ამიტომაც არ გაქვთ ხალხის მხარდაჭერა“ - წერს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

 

„ძალიან სამწუხაროა ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო, ასეთი მცდელობა ყოველთვის მარცხით დასრულდება, მარცხით რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს და კარგად არჩევს ერთმანეთისგან გულწრფელ პროტესტს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს. „მდუმარე აქციაზე“ მისული ხალხი პრაიდზე აღმოჩნდა, ახლაც სოლიდარობის ნაცვლად „ნაცების“ აქციაზე აღმოჩნდნენ, ამიტომაც არ გაქვთ ხალხის მხარდაჭერა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner