„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„კომუნისტებზე და ფაშისტებზე მეტად თავისუფალ ჟურნალისტიკას ანადგურებენ ლიბერალები‼️
ლიბერალებმა დააკარგვინეს ობიექტურობა ჟურნალისტებს და ისინი პოლიტიკურ მხარედ აქციეს‼️
თითქმის ყველა ტელევიზია პარტიულ იდეოლოგიურ მანქანად აქციეს ‼️
ლიბერალებმა თავისუფალი სიტყვა მოკლეს ‼️
ყველაფერ ამის აპოგეა გახლდათ განცხადება, რომ ტელევიზიები არცერთ კონსერვატორს აღარ გააშუქებდნენ და ეთერს მხოლოდ ლიბერალებს დაუთმობენ‼️
პირიქითაც რომ მომხდარიყო და კონსერვატორებს დაეკეტათ ეთერი ლიბერალებისთვის - ეს ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა ‼️
ამიტომ საუბარი თანამედროვე ლიბერალების დემოკრატობაზე და თავისუფალ სიტყვაზე, არის დიდი ტყუილი️!!
ამათი შემხედვარე ყოველდღე მიმყარდება აზრი, რომ ლიბერალების ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში კვლავ ის სისხლიანი 9 წელი დაიწყება, თავისი ახალაიებით, კეზერაშვილებით, მერაბიშვილებით, მასტერებით, მეგისა ქარდავებით და კასტილიანი კაცებით - უბრალოდ ყველაფერი ეს სიბინძურე მოდერნიზებული, ბევრად სასტიკი და კარგად შეფუთული იქნება ‼️“- წერს სანდრო ბრეგაძე.