„ლოკაციის შეცვლაც და მიტინგის ოცნების ოფისთან გადატანაც, სადაც გაცილებით მცირე სივრცეა, რათა მასის ეფექტი მაინც შექმნან ამ ელექტორალური დანაკლისის შეფუთვას ემსახურება. ლოკაციის შეცვლა, ოცნების ოფისზე შტურმის და არეულობის მოსაწყობად, მინავლული საპროტესტო მუხტის აწევასაც ემსახურება, წინა მცდელობებს თუ გავიხსენებთ,“ - წერს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკვე მერამდენედ, მიხეილ სააკაშვილის პროგნოზიც რეალობას აცდა და ეს პროტესტი ქრება.
„მას შემდეგ, რაც ჟურნალისტთა პროტესტი, მთლიანად პოლიტიკურ მდგენელში გადავიდა, ხოლო პარლამენტში ნაცოპოზიციის მხრიდან მორიგი ისტერიული შოუ ვიხილეთ, უკვე ცხადი იყო, რომ საპროტესტო მუხტი მკვეთრად დაეცემოდა. პროტესტში პოლიტიკური პარტიების და ნაციონალების ჩართვით, ბევრი პროტესტანტისათვის ვინც გუშინ ძალადობას აპროტესტებდა, ცხადი გახდა ამ პროტესტის ნამდვილი მიზანი. არეულობის ინსპირირება და პოლიტიკური კრიზისის შექმნა ხელისუფლების ჩამოშლის და ნაციონალების დაბრუნების მიზნით. ამიტომაც იყო, რომ დღეს გუშინდელზე გაცილებით ნაკლები ხალხი მიუვიდათ. ხალხს უნდა უკეთესი მომავალი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა და არა არაფრის მომცემი კლოუნადა, მით უმეტეს რევანშზე დაგეშილი პოლიტიკოსების ხილვა ხელისუფლებაში. ლოკაციის შეცვლაც და მიტინგის ოცნების ოფისთან გადატანაც, სადაც გაცილებით მცირე სივრცეა, რათა მასის ეფექტი მაინც შექმნან ამ ელექტორალური დანაკლისის შეფუთვას ემსახურება. ლოკაციის შეცვლა, ოცნების ოფისზე შტურმის და არეულობის მოსაწყობად, მინავლული საპროტესტო მუხტის აწევასაც ემსახურება, წინა მცდელობებს თუ გავიხსენებთ. უკვე მერამდენედ აცდა რეალობას მიხეილ სააკაშვილის პროგნოზიც და შარშანდელი თოვლის გუნდივით ოცნების მაგივრად, თავად ეს პროტესტი ქრება“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.