სომხეთის დედაქალაქში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად, 50 ადამიანი დაშავდა, 4 კი სამართალდამცავებმა დააკავეს.
არეულობა ერებუნის რაიონში იმ პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც შეიარაღებულ პირებს უკვე რამდენიმე დღეა მძევლები ჰყავთ აყვანილი. პოლიციასა და პროტესტანტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეამბოხეებისთვის პროდუქტების მიწოდების თხოვნაზე პოლიციელებმა უარი თქვეს.
ამჟამად ერევანში სიმშვიდეა და ქუჩა გაწმენდილია.