logo_geo
eng_logo
ერევანში დაპირისპირების შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი 50-მდე გაიზარდა
- +

21 ივლისი. 2016. 11:56


სომხეთის დედაქალაქში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად, 50 ადამიანი დაშავდა, 4 კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

არეულობა ერებუნის რაიონში იმ პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც შეიარაღებულ პირებს უკვე რამდენიმე დღეა მძევლები ჰყავთ აყვანილი. პოლიციასა და პროტესტანტებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეამბოხეებისთვის პროდუქტების მიწოდების თხოვნაზე პოლიციელებმა უარი თქვეს.

ამჟამად ერევანში სიმშვიდეა და ქუჩა გაწმენდილია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner