ავტორი მერაბ ხაჩიძე
ჯერ იყო და TV პირველის წერეთელმა შემოგვჩივლა: - კობახიძემ თვალებში ჩამხედა და მითხრა, შე ნაბიჭვაროო!
- მერე შენ რა ქენი-თქო, შეწუხებულმა რო ვიკითხე, რა უნდა ექნა, მოვიდა და მოგვიყვაო, მიპასუხეს!
ეგ კიდევ არაფერი!
ამ საზმაუს აბსანძის ისტორიამ იმოქმედა ნამეტანი!
წულუკიანთან აქვს მაგარი „პრიძიავა!“
- თეა წულუკიანმა იუბილე ტორტით მიულოცა იმ რეზო ამაშუკელს, რომელმაც ჩემზე თქვა, ტ რ.... შ ი ა ყ ვ ა ვ ე ბ უ ლ ბ რ ო წ ე უ ლ ს გავსო!
არა რა, რეზო ამაშუკელის პოეზიას ცუდად არ ვიცნობ და მეტაფორის უდაო დიდოსტატია, მარა ამდენს და ამხელა ოსტატობას მისგანაც არ ველოდი!
ოცნებაა!
რას გვერჩოდი, ჰაა?