"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ პროცესებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ნაცმოძრაობა ცდილობს "ტვ-პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სახელმწიფო გადატრიალების საბაბად გამოიყენოს.
„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება უკავშირდება იმ საშინელ სენს, რომელიც დიდი ხანია, გვართმევს უამრავ ახალგაზრდას. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გარდაცვლილის ცხედარს შსს-ს ექსპერტიზისთვის არ ატანდნენ. დარწმუნებული ვარ, ექსპერტიზა ნათელს მოჰფენს, რით გარდაიცვალა ჟურნალისტი და ამ საკითხზე სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. - თუმცა, ნაცოპოზიციას ექსპერტიზის დასკვნა სრულებითაც არ აინტერესებს და მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს! - მოვუწოდებ ხელისუფლებას: არცერთი ნაბიჯი უკან, არანაირი დათმობა სააკაშვილის რეჟიმთან! სრული მხარდაჭერა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს! დეგნანების, ბუშებისა და ბეიკერების განცხადებებით საქართველოში ხელისუფლებები აღარ უნდა იცვლებოდეს! ჩვენ დიდუბის მეტროსთან ავტომატით მორბენალი პუტჩისტი ბუბა კიკაბიძის, ზონდერპროკურორ ნიკა გვარამიას, წითელი ინტელიგენციისა და პირსისხლიანი სააკაშვილის გადასაყენებელი ხელისუფლება არ გვყავს!“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.