მივმართავ ჩემი მამების თაობას! რატომ დათმეთ პარტიული მანდატები 1990 წელს? რატომ არ გამოიყენეთ სახელმწიფოში არსებული ერთადერთი ტელევიზია და არ გაუკეთეთ ანტი პეირი მრგვალ მაგიდას? რატომ არ გამოიყენეთ ეროვნული უმცირესობები თქვენი ძალაუფლების შესანარჩუნებლად? რატომ არ გაავრცელეთ თქვენს ხელში არსებული ე.წ."სინდისის სასამართლოს" კადრები სრულად? (ნაწყვეტები რომ გაუშვით, ე.ი. გქონდათ) რატომ არ დაიცავით თავი მერაბ კოსტავას სიკვდილი რომ დაგაბრალეს? რატომ არ უთხარით ქართველ ერს, რომ საქართველო დოტაციაზე ცხოვრობდა? რატომ არ მიუსიეთ საბჭოთა მენტალობის ჟურნალისტები თქვენს მოწინააღმდეგეებს? რატომ არ დაარბიეთ მიტინგები? რატომ არ გამოიყენეთ დისიდენტთა ნაწილის კრიმინალური წარსული და არავინ თქვას, რომ ბატკნები იყვნენ!
გამეცით პასუხი კიდევ დარჩენილო მოწმეებო, ეხლა მაინც თქვით სიმართლე. რატომ? გინდათ გითხრათ ჩემი აზრი? აი ისიც: ორი ვარიანტია: ან ზემოდან იყო მითითება და ან ნამუსმა არ გაგიშვათ. აი ახლა კი დღევანდელი თაობა რას იზამდა თქვენს ადგილზე, წარმოგიდგენიათ?