logo_geo
eng_logo
პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო
- +

21 ივლისი. 2016. 11:57


კიევში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.


სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ „მსგავსი დანაშაული მიუღებელია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში".



ჯონ კირიბის თქმით, აშშ შეძრულია და მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტის მკვლელობის გამო.


ჟურნალისტი პაველ შერემეტი 20 ივლისს მანქანაში ააფეთქეს. კიევის პროკურატურა მომხდარ ფაქტს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner