logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაეცვა - გამოძიებას ვენდობი, ვისაც ბრალი მიუძღვის, აუცილებლად დაისჯება
- +

13 ივლისი. 2021. 11:04

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაეცვა.

 

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, უცილებლად სათანადოდ დაისჯება.

 

„თუ დააკვირდებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, ძალიან რთული იყო ეს. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ. ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 100-ზე მეტი პიროვნება დააკავეს სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის, დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება. ვენდობი გამოძიებას, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner