„ოპოზიცია, მგონი, საქმის კეთებას გადაეჩვია და უბრალოდ, უნდა პროტესტით მიაღწიონ მიზანს“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ შსს გარდაცვლილი ოპერატორის დისკერედიტაციას ცდილობს და აღნიშნა, რომ გარდაცვალების არც ერთი მიზეზი არ არის სამარცხვინო, რაც შეეხება ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას, სერგეენკოს თქმით, „სიმართლე არ არის მოწონებით და არმოწონებით“.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის არც ერთი დაზიანების და მითუმეტეს, გარდაცვალების მიზეზი არ არის სამარცხვინო და გამაშავებელი, თუნდაც ეს იყოს ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ეს არ არის სამარცხვინო ამბავი არამც და არამც. მივლენ საბოლოო დასკვნამდე და ამის მერე შეიძლება დასკვნების გაკეთება“, - განაცხადა სერგეენკომ.