logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ანტისაეკლესიო, ანტისახელმწიფოებრივი ძალები, როგორც კი შანსს დაინახავენ, გარდაცვლილ ადამიანზე პიარს და დღის წესრიგს აწყობენ
- +

13 ივლისი. 2021. 11:23

 

„წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბრძოლას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ანტისაეკლესიო, ანტისახელმწიფოებრივი ძალები, როგორც კი შანსს დაინახავენ გარდაცვლილ ადამიანზე რაიმე კონტექსტში შეიძლება მათი პიარი და დღის წესრიგი აეწყოს, აწყობენ ამ დღის წესრიგს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა,  ასე ხდებოდა ბაჩალიაშვილის, შაქარიშვილის შემთხვევაში და ეს იყო ამორალური.

 

მისივე თქმით, არცერთი მოძალადე მისაღები არ არის.

 

„ჩემთვის და ჩვენთვის ეს არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც ძალადობენ, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ესეც ძალიან დიდი სტრესია, ტყუილებით, წლების განმავლობაში ძალადობენ სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, მედლის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ ჟურნალისტებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, როდესაც საუბარია წაქეზებასა და ორგანიზატორის გამოვლენაზე, მარტივი არ არის ვინმეს მიმართ ბრალის წარდგენა.

 

„გახსოვთ, ნიკა მელიაზე რა ამბავი იყო, სადაც იყო მოწოდება,  კადრები, მის მიერ ჩადენილი ქმედებები  და ლამის პოლიტპატიმრად გამოაცხადეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner