logo_geo
eng_logo
№143 საბავშვო ბაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება
- +

21 ივლისი. 2016. 12:04


ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩის №21-ში მდებარე №143 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო წელს ბაღის განახლებულ შენობაში შეხვდებიან.


აღნიშნული ბაღის ავარიული ფლიგელის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. სამუშაოები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, 7-ჯგუფიან ბაღს კიდევ 3 ჯგუფი დაემატება. გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება.


№143 ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს შეადგენს.


აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ - №196 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner