logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მყოფი რამდენიმე ოპოზიციონერის საქციელში იკითხებოდა არა სამძიმარი და ვინმეს უფლებები, არამედ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილი
- +

13 ივლისი. 2021. 13:09

 

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ნაწილს არანაირი სურვილი და მიზანი არ გააჩნია ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მაჭარაშვილის თქმით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მყოფი რამდენიმე ოპოზიციონერის საქციელში იკითხებოდა არა სამძიმარი და ვინმეს უფლებები, არამედ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილი.

 

„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მდგომი რამდენიმე ოპოზიციონერი ვიხილეთ, რომელთა საქციელში იკითხებოდა არა გარდაცვლილთა ოჯახის სამძიმარი და ვინმეს უფლებები, არამედ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილი.

 

საზოგადოება კარგად გაარჩევს, ვის აქვს რეალური ინტერესი ქვეყნის განვითარების და ხელისუფლებაში დაბრუნების. რაც უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ვერ შეძლებს სამ ათასწლიანი სახელმწიფოს წესის შეცვლას, ეს გამორიცხულია. ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ცხოვრების წესს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ეს მოუწევთ, რადგან საზოგადოებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული დასავლური კურსი, მაგრამ იმ ტრადიციების შენარჩუნებით, რაც საქართველოს საუკუნეების მანძილზე აქვს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner