logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა და ეს ყველამ დაინახა
- +

13 ივლისი. 2021. 13:10

 

„სურვილი გვაქვს, ცესკო-ს თავმჯდომარე 100 ხმით ავირჩიოთ, თუ ეს ვერ მოხერხდება, 90-76 ხმა იქნება გათვალისწინებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა წინასწარ დააანონსა, რომ ობიექტურ პირებს მხარს ვერ დაუჭერდნენ,

 

„ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა და ეს ყველამ დაინახა. ასევე ობიექტური კრიტერიუმებით შევძლებთ შევარჩიოთ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე წევრები. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა წინასწარ დაანონსა, რომ ობიექტურ პირებს მხარს ვერ დაუჭერდნენ, არა „ქართული ოცნების“ მომხრეს, არამედ მათ არამომხრეს. სურვილი გვაქვს, ცესკო-ს თავმჯდომარე 100 ხმით ავირჩიოთ, თუ ეს ვერ მოხერხდება, 90-76 ხმა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner