logo_geo
eng_logo
ტომას დე მაზიერი: გერმანიაში მოსალოდნელია ჯიჰადისტების თავდასხმები
- +

21 ივლისი. 2016. 12:14


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია თავდასხმები რადიკალურად განწყობილი მცირე დაჯგუფებებისგან.


 


„გერმანიაში მოსალოდნელია ახალი თავდასხმები რადიკალურად განწყობილი მცირე ჯგუფებისგან ან დამოუკიდებლად მოქმედი ჯიჰადისტების მხრიდან", - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერმა.


18 ივლისს 17 წლის ავღანელი მიგრანტი ბავარიის ქალაქ ვიურცბურგთან მატარებელში მგზავრებს ცულით თავს დაესხა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.


17 წლის ავღანელი გერმანიაში ერთი წლის წინ მშობლების გარეშე ჩავიდა და  ლტოლვილთა თავშესაფრის ცენტრში ცხოვრობდა, ორი კვირის წინ ახალგაზრდა ქალაქ ოქსენფრტში მცხოვრებმა გერმანელების ოჯახმა შეიფარა.


ტომას დე მაზიერის თქმით, მოზარდი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. მინისტრის ინფორმაციით, არაფერი ადასტურებს იმას, რომ ის დაჯგუფების უშუალო მითითებებს ასრულებდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner