„მეორე დღეა მიმდინარეობს ლამის ნონ-სტოპ ლივე ტრანსლირება ერთი ადამიანური ტრაგედიის ეპიცენტრიდან - ლექსო ლაშქარავას სახლიდან“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გარკვეული მედია საშუალებები რასაც აკეთებენ, პოლიტიკური ნეკროფილია ჰქვია.
„ოციოდე წლის წინ კანადელმა კინოდოკუმენტალისტებმა გადაიღეს იმქვეყნად გასაცილებელი მიცვალებულის შესახებ დოკუმენტური ფილმი ფოთის ერთ-ერთ ოჯახში. გადაიღეს ისეთი დეტალიზაციით, რომ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე - ნეკროფილია as it is... მაგრამ ის, რასაც უკვე აშკარად ფსიქიატრიულად აშლილი ქართული ცრუნალისტიკის „მედია“ საშუალებები აკეთებენ და რასაც პოლიტიკური ნეკროფილია ჰქვია - ამაზე ნორმალური ახსნა არა მაქვს. ამას ემატება ფარისევლობის ისეთი ზედოზირება, რომ ამათ ხელში ოჯახში წესის ასაგებად მიმავალი მღვდელიც უკვე გძაბავს იმ თვალსაზრისით, რომ დორბლმდინარე და შეშლილი სიფათის მქონე ვინმე მშვილდაძე, შეიძლება ღრიალით გადაეღობოს ამ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებას, ან და სულაც „ეპისკოპოს“ რუსუდანით, ან „მონსენიორ“ გირჩით ჩაანაცვლონ „მკვლელი საპატრიარქოს“ წარმომადგენელი და ოჯახისთვის ეს ტრაგიკული დღე ფარსად და გასაგიჟებელ პერფორმანსად გადააქციონ. ნათელში ამყოფოს უფალმა ალექსანდრეს სული, დაამშვიდოს იგი და დაუმკვიდროს ადგილი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ესენი კი იმ საარქივო შავ თეთრ კადრებს მაგონებენ, 30-იან წლებში რა სამგლოვიარო სახეებით მიჰქონდათ პოლიტბიუროს წევრებს სერგეი კიროვის კუბო, კიროვისა - რომელიც თავადვე გამოასალმეს სიცოცხლეს“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.