მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა.
აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.
უანგარო დონორობის აქცია შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.