logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ
- +

21 ივლისი. 2016. 12:16


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების ახალი კულტურა დაამკვიდრა.


„დღეს ჩვენ ოთხ რაიონში წარვადგინეთ მაჟორიტარები - ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე. ოთხივე კანდიდატი არის გამორჩეული და ღირსეული. კანდიდატები, რომლებიც მთლიანად იმერეთში წარვადგინეთ, იქნებიან გამარჯვებულები. ორმოცი ათასი ადამიანი მოვიდა ქუთაისში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისა და კამპანიის გახსნის აქციაზე. დღესაც, ხედავთ, რამდენი ადამიანია. ხედავენ და ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს, რეალურად სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მოიტანოს თითოეულ ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, ადამიანური რესურსი, გამოცდილება და განათლება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც განახლებულიც არის, შედგება ძველი მებრძოლებისგანაც და ერთ გუნდად დარაზმულები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ დავამკვიდრეთ სრულიად ახალი კულტურა არჩევნების საქართველოში და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად. ჩვენ ის გვინდა, რომ ყველა ადამიანი ჩაერთოს ამ ერთ მიზიდულობის ცენტრში და ერთად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner