„როდესაც ჟურნალისტები ასეთ ამბებს აშუქებენ, მათ ეს უნდა გააკეთონ უმაღლესი მგრძნობიარობითა და პროფესიონალიზმით. მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვების ამბები შეიძლება ღრმად ამაღელვებელი, ახალი ამბების ღირსი და ერთგვარი შვება იყოს აუდიტორიისთვის“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მართალია ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერიონ გარდაცვლილის ოჯახის პირად ცხოვრებაში, თუმცა დაუცველ ადამიანებს აღარ უნდა მიაყენონ დამატებითი ტკივილი.
„რადიოს, ტელევიზიის, ციფრული ახალი ამბების ასოციაცია (The Radio Television Digital News Association, RTDNA) გახლავთ სამაუწყებლო და ციფრულ ჟურნალისტიკის მსოფლიოს უდიდესი პროფესიული ორგანიზაცია. 1946 წელს დაარსებული RTDNA-ის მიზანია პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკის პოპულარიზაცია და დაცვა. ორგანიზაციის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი (guideline), თუ როგორ უნდა გაშუქდეს პანაშვიდი, დაკრძალვა, ამბობს: როდესაც ჟურნალისტები ასეთ ამბებს აშუქებენ, მათ ეს უნდა გააკეთონ უმაღლესი მგრძნობიარობითა და პროფესიონალიზმით.
მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვების ამბები შეიძლება ღრმად ამაღელვებელი, ახალი ამბების ღირსი და ერთგვარი შვება იყოს აუდიტორიისთვის, ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერიონ გარდაცვლილის ოჯახის პირად ცხოვრებაში და უკვე დაუცველ ადამიანებს მიაყენონ ტკივილი. ხსენებული ავტორიტეტული, პროფესიული ორგანიზაცია პანაშვიდის/დაკრძალვის გაშუქებისას მედიას ხაზგასმით მოუწოდებს: - მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ჩარევა; - მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკივილი. აქ კი რა ხდება? სააკაშვილის ჯიბის ციფრული მედია როგორც უწინ, და განსაკუთრებით ახლა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ უბინძურესი პოლიტიკური ქულები დაიწეროს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებითა და მის ოჯახს, რეალურ ახლობლებს თავს დატრიალებული უდიდესი ტრაგედიით. ის, რასაც ნაც-ტელევიზიები აჩვენებენ, არის გაუგონარი სიბნელის, სიბინძურის და ადამიანის სიკვდილით ხელის მოთბობის სამაგალითოდ სამარცხვინო ფაქტი! გრცხვენოდეთ ადამიანის ტრაგედიით მოვაჭრენო! ღმერთმა შეიწყალოს ლექსოს (ალექსანდრეს) სული, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მისი ოჯახი და რეალური ახლობლები!“ - წერს facebook-ზე გია აბაშიძე.