„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ვერ ხედავს ვერანაირ არგუმენტს, რის გამო უნდა გადადგეს მთავრობა.
მისი თქმით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივას არ შეუერთდება.
„ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავთ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. აქედან გამომდინარე, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესს არ შევუერთდებით. არ არსებობს რაიმე სახის არგუმენტი, რომელიც შეიძლება, მთავრობის გადადგომის საფუძველი გახდეს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ 5 ივლისს ყველაფერი არ გააკეთა, რათა ეს არ მომხდარიყო და აანონსებდა, რომ შეიძლება, ვნებათაღელვა ყოფილიყო, რაც მოხდა კიდეც. მათ უმცირესობისთვის უფლება არ უნდა მიეცათ, რაც უმრავლესობის გულისწყვეტას გამოიწვევდა. გამოიწვია ის, რაც მოხდა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.