„ძალიან ზედმეტი და უაზრო გახდა ნებისმიერი მორალური პრინციპების ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით ამ ე.წ. ჟურნალისტების დამუნათება. ზედმეტი და უაზრო თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც არაფრის მაქნისი „რეიტინგის“ მოპოვებისთვის გააქრეს ადამიანური პრინციპებში ერთ-ერთი უმთავრესი - არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დიდი ტრაგედია და მორალი არ იძლევა რაიმეს „გამოდნობის“ უფლებას. საუბედუროდ, დღეს ის მორალი ჩვენს თვალწინ ფეხქვეშ ითელება და საშველი არ ჩანს.
„ძალიან ზედმეტი და უაზრო გახდა ნებისმიერი მორალური პრინციპების ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით ამ ე.წ. ჟურნალისტების დამუნათება.
ზედმეტი და უაზრო თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც არაფრის მაქნისი „რეიტინგის“ მოპოვებისთვის გააქრეს ადამიანური პრინციპებში ერთ-ერთი უმთავრესი - არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება
ეს ნარატივი არახალია, რადგან კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტთა სახლში თუ როგორ თქვა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა მომავალმა ლიდერმა, მაშინ ჯერ კიდევ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჭიაბერაშვილმა მოკლულ ჟურნალისტზე - მე ეს მკვლელობა მჭირდება გენერალური პროკურორის და შს მინისტრის გადასაყენებლადო.
ადამიანებისთვის (ვიმეორებ ადამიანებისთვის) გარდაცვლილი ადამიანი ტრაგედიაა. დიდი ტრაგედია და მორალი არ იძლევა რაიმეს „გამოდნობის“ უფლებას. საუბედუროდ, დღეს ის მორალი ჩვენს თვალწინ ფეხქვეშ ითელება და საშველი არ ჩანს“, - წერს გია გაბრიჭიძე.