ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„რამდენ რამეს ვუფრთხილდები და რამდენ ვინმეს. ვჩუმდები, არადა, გული გახეთქვაზე მაქვს, რამდენი ჩემი თაობის მაგარი ბიჭები წვანან მიწაში ომგამოვლილები, გადარეულები, ნამუსშეურცხვენლები, ომში გაპარულებიც და წამალშიც, თორემ თქვენ ამდენს ვინ გაგაბედინებდათ? ჰოდა, აგერ, მართლა „ბროწეულის ყვავილები" ვითომ სამშობლოს მიცავენ, ჟურნალისტების სახელით. თქვენ მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ ალცჰაიმერი დაგვემართა? გუშინ ბრძანა ერთმა „რევოლუციონერმა“ მიტინგიდან - მე მომთხოვნი კაცი ვარო, დიდი ხანია გვამები არ მოუთხოვია და საშინელებათა ფილმების სცენარი არ დაუწერია...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.