logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეს განიხილავს
- +

13 ივლისი. 2021. 17:34

 

სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის ივნისში მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლე 5 ბრალდებულის საჩივარს განიხილავს, რომლითაც ისინი პირველი ინსტანციის გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებენ.

 

დაცვის მხარემ პროკურორების აცილების შუამდგომლობაც დააყენა. მათი თქმით, ისინი მიკერძოებულები არიან და ბრალდებულებს, განაჩენის დადგომამდეც კი, სასამართლო დარბაზსა და საჯარო სივრცეში მკვლელებს უწოდებდნენ.

 

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner